Коммерсант: „გაზპრომში“ ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის სცენარს განიხილავენ
“გაზპრომმა” ევროპას შესაძლოა, გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, – წერს რუსული “კომერსანტი” წყაროებზე დაყრდნობით.
გაზეთის ინფორმატორების თქმით, „გაზპრომში“ განიხილავენ „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის შესაძლებლობას და ასეთი ნაბიჯის შედეგებს აფასებენ.
კრემლმა “არამეგობარ ქვეყნებს” ულტიმატუმი წაუყენა, რომ აპრილიდან გაზის მიწოდების ანგარიშსწორება რუსულ რუბლში უნდა მოხდეს.
გერმანია და G7-ის სხვა ქვეყნები 28 მარტის ულტიმატუმს არ დაეთანხმნენ.
რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა მაშინვე განაცხადა, რომ, უარის თქმის შემთხვევაში, გაზის მიწოდება შეჩერდება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge