აშშ უკრაინის დასახმარებლად 500 მილიონი დოლარის პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას გამოყოფს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ უკრაინის დასახმარებლად 500 მილიონი დოლარის პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას გამოყოფს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ უკრაინის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების და უკრაინის წინააღმდეგ მისი სასტიკი აგრესიის გამო რუსეთისთვის მძიმე ხარჯების დაკისრების შესახებ მიმდინარე სამუშაოზე ისაუბრა. ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ მუშაობს აშშ, რათა უკრაინის მხრიდან უსაფრთხოების სფეროში ძირითადი მოთხოვნები შეასრულოს და ის მუდმივი ძალისხმევა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა მოძებნონ დამატებითი შესაძლებლობები, დაეხმარონ უკრაინელ სამხედროებს, დაიცვან თავიანთი ქვეყანა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა, რომ აშშ უკრაინის მთავრობას 500 მილიონი დოლარის პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას გამოუყოფს“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები