მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას – ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად ზეწოლას შეინარჩუნებს.

აღნიშნულის შესახებ ბორელმა “ტვიტერზე” მას შემდეგ დაწერა, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა.

„დმიტრო კულებასთან უკრაინაში არსებული ვითარება განვიხილე. მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად და მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები