დიდი ბრიტანეთი რუბლში ნავთობის შესყიდვაზე უარს ამბობს
დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს ნავთობის რუბლში შესყიდვაზე და უკავშირდება იმ ბრიტანულ კომპანიებს, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ ეს ცვლილება.
“სახელმწიფო მდივანმა ბიზნესის, ენერგეტიკისა და სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში, კვასი კვარტენგმა გასაგებად აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ნავთობის საფასურს რუბლში არ გადაიხდის”, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის სპიკერმა.
შეგახსენებთ, 23 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, “რომ არამეგობრულ ქვეყნებში” გაზი რუბლებში გაიყიდება მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნებში რუსული აქტივების გაყინვამ მოსკოვში მათდამი ნდობა შეამცირა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge