ზაალ ანჯაფარიძე: უკრაინაში მყოფი, ექს-თავდაცვის მინისტრი აქ დაბრუნებას და თანამოაზრეებთან ერთად ომის გაგრძელებას აპირებს, “მთავარის” ტელეშოუს წამყვანს ირაკლი კობახიძის მოკვლა უნდა
“რაც დღის პირველ ნახევარში წავიკითხე საჯარო სივრცეში, არის ქართველების ერთი ნაწილის უკვე იმ დონეზე მისული უკიდეგანო სიძულვილი მეორე ნაწილის მიმართ, რომ ერთმანეთის სიკვდილი და სისხლი სწყურიათ. გვარებს არც ვასახელებ, ზედმეტი პატივია. ალბათ, ხვდებით, რომ, ძირითადად, “ნაცშემადგენლობაა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე წერს.
„რაც დღის პირველ ნახევარში წავიკითხე საჯარო სივრცეში, არის ქართველების ერთი ნაწილის უკვე იმ დონეზე მისული უკიდეგანო სიძულვილი მეორე ნაწილის მიმართ, რომ ერთმანეთის სიკვდილი და სისხლი სწყურიათ. გვარებს არც ვასახელებ, ზედმეტი პატივია. ალბათ, ხვდებით, რომ, ძირითადად, “ნაცშემადგენლობაა”.
უკრაინაში მყოფი, ექს-თავდაცვის მინისტრი აქ დაბრუნებას და თანამოაზრეებთან ერთად ომის გაგრძელებას აპირებს, “მთავარის” ტელეშოუს წამყვანს ირაკლი კობახიძის მოკვლა უნდა, იქ გალიაში დამწყვდეული ჩამოხრჩობისკენ მოუწოდებს და ა.შ.
ჰო მართლა, #ISFED მინდა მივმართო. შემდეგი თქვენი ოპუსისთვის ეს პოსტიც არ გამოგრჩეთ” – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge