რუსეთმა მოსკოვში პოლონეთის საელჩოს ანგარიშები დაბლოკა
რუსეთმა მოსკოვში პოლონეთის საელჩოს ანგარიშები დაბლოკა.
ინფორმაციას დიპლომატიურ მისიაში ადასტურებენ.
ამის შესახებ PAP წერს.
“საელჩოს შეუძლია, დაადასტუროს ინფორმაცია ანგარიშების დაბლოკვის შესახებ. ამასთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის უსაფრთხოებისა და მისი ფუნქციონირების საფუძვლების გათვალისწინებით, ამ საკითხზე დეტალებს არ ვასაჯაროებთ”, – აცხადებენ საელჩოში.
მანამდე, პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ამ ნაბიჯის შედეგად საელჩო ვერ შეძლებს ელექტროენერგიის და გაზის საფასურის გადახდას, ხელფასების გაცემას და მანქანებისთვის საწვავის შეძენას.
რუსეთის ქმედება საპასუხო ზომას ატარებს, რადგან ვარშავამ რუსეთის საელჩოს ანგარიშები გაუყინა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge