ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი კობახიძის მოკვლის სურვილზე საუბრობს
„მთავარი არხის“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოკვლის სურვილზე საუბრობს.
„ხანდახან მინდება, ირაკლი კობახიძეს უკრაინელი ბებოების გამომცხვარი ღვეზელები ვაჭამო. აი, მაგალითად, დღეს ვაჭმევდი დიდი სიამოვნებით“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, უკრაინულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელი ბებო რუს სამხედროებს მოწამლული ღვეზელებით გაუმასპინძლდა, რის შემდეგაც 8 სამხედრო მოკვდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge