ირაკლი ბერაია ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისების მართვის მიმართულების მმართველ დირექტორს, პაველ ჰერჟინსკის და ევროკავშირის სამხედრო პერსონალის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ერვე ბლეჟანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებული მექანიზმების განხილვას. სტუმრების მხრიდან აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების როლი ევროკავშირის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წარომადგენელებთან საუბრისას ხაზი გაუსვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას და აუცილებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები