დიმიტრი ხუნდაძე: ვულოცავ ექიმთა საერთაშორისო დღეს ყველა ექიმს – მათი როლი განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა კოვიდპანდემიასთან ბრძოლის დროს
“ვულოცავ ექიმთა საერთაშორისო დღეს ყველა ექიმს, ვინც მოქალაქეთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე ურყევად დგას”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
“მათი როლი განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა კოვიდპანდემიასთან ბრძოლის დროს, როდესაც სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ხდებოდა. მიუხედავად ამ რისკებისა, მათ ამაზე უარი არ უთქვამთ. მადლობას გიხდით თითოეულ ექიმს ამისათვის და გისურვებთ წარმატებებს როგორც პროფესიულ, ასევე, პირად ცხოვრებაში.
დღევანდელი დღე მსურს, მივულოცო ასევე იმ სტუდენტებს, ვინც ექიმის პროფესიის გზას უკვე შეუდგა. იმედს გამოვთქვამ, ისინიც მაღალი პროფესიონალიზმით გააგრძელებენ ქართული ჯანდაცვის ღირსეულ ტრადიციებს”, – წერს ხუნდაძე.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge