რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევისთვის, გერმანიამ საგანგებო გეგმა გააქტიურა

გერმანია რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტისთვის ემზადება, რის გამოც დღეს ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა გაზის მიწოდებაში საგანგებო სიტუაციის შექმნის გეგმიდან გაფრთხილების პირველი ეტაპი გაააქტიურა.

ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

გეგმა, რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც, ბუნებრივი აირით მოსახლეობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, მიწოდების დეფიციტი არ არის და მიწოდების უსაფრთხოება გარანტირებულია.

მთავრობამ გაფრთხილების ეტაპის გააქტიურება პრევენციული მიზეზების გამო გადაწყვიტა.

გეგმა, ჯამურად, სამი ეტაპისგან შედგება. გარდა ამისა, სამინისტრო კრიზისულ ჯგუფს ქმნის, რომელიც მუდმივად გააანალიზებს და შეაფასებს მიწოდების მდგომარეობას.

საჭიროების შემთხვევაში, ამ სამუშაო ჯგუფს შეეძლება ქსელიდან გარკვეული მომხმარებლების გათიშვა. თუმცა, ამისთვის საჭიროა გეგმის მესამე ეტაპის გააქტიურება, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მოსახლეობა გაზით უწყვეტად იქნება მომარაგებული, თუმცა, მრეწველობის ზოგიერთი მსხვილი მომხმარებელი გაზს ან ვერ, ან შეზღუდული რაოდენობით მიიღებს.

კრემლმა “არამეგობარ ქვეყნებს” ულტიმატუმი წაუყენა, რომ აპრილიდან გაზის მიწოდების ანგარიშსწორება რუსულ რუბლში უნდა მოხდეს.

გერმანიამ და G7-ის სხვა ქვეყნებმა 28 მარტს ულტიმატუმს არ დაეთანხმნენ.

რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა მაშინვე განაცხადა, რომ, უარის თქმის შემთხვევაში, გაზის მიწოდება შეჩერდება.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები