საქსტატი: 2021 წელს საქართველოში 23 155 ქორწინება და 10 654 განქორწინება დარეგისტრირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 41.5 პროცენტით მეტია.
მათივე ინფორმაციით, გასულ წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა.
“2021 წელს, რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც 41.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.0 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.5 წელს.
გასულ წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც 39.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე“, – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge