6-7 აპრილს NATO-ს მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველო და უკრაინაც დაესწრებიან
6-7 აპრილს ბრიუსელში NATO-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. მინისტერიალზე მიწვეულები არიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო მინისტრებიც.
ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად შეხვედრას ასევე დაესწრებიან ავსტრალიის, ფინეთის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკისა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები.
6 აპრილის შეხვედრის შემდეგ 7 აპრილს მინისტერიალი 2 სესიად ჩატარდება და მას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.