მირჩა ჯოანა: დიდად ვაფასებთ საქართველოსთან, ნატოს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორთან თანამშრომლობას
„მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრით. განვიხილეთ რუსეთის მხრიდან ბრუტალური და არა პროვოცირებული შეჭრა უკრაინაში და მისი სტრატეგიული გავლენები“, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოსთან, ალიანსის ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორთან გრძელვადიან თანამშრომლობას“, – ნათქვამია მირჩა ჯოანას განცხადებაში.