საქართველო იყო და რჩება ნატოს ერთგულ პარტნიორად – შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან გამართა, სადაც ყურადღება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ნატო-საქართველოს მრავალწლიან, მჭიდრო თანამშრომლობაზე გამახვილდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს.

„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა. განსაკუთრებით, ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლაა რეგიონში. გავცვალეთ მოსაზრებები უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, საქართველოს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მალე შეჩერდეს და ამასთან დაკავშირებით მათი შეფასებები იყო საინტერესო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია წარმატებით დასრულდება. საქართველო იყო და რჩება ნატოს ერთგულ პარტნიორად. ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და ერთმანეთის გვერდში ვდგავართ უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა ამ კრიზისულ პერიოდში აქტიურად გაგრძელდეს როგორც კომუნიკაციის, ასევე, შეხვედრების კუთხითაც“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები