უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა მარიუპოლის ერთ-ერთი სამშობიაროდან სამედიცინო პერსონალი და პაციენტები გაიტაცეს

რუსმა საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის ერთ-ერთი სამშობიარო საავადმყოფოდან სამედიცინო პერსონალი და პაციენტები გაიტაცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსი დამპყრობლები აგრძელებენ მარიუპოლის მცხოვრებლების გატაცებას. მათ ლევობერეჟნის რაიონის No2 სამშობიაროდან იძულებით გამოიყვანეს 70-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც სამედიცინო პერსონალი და პაციენტები არიან.

„ის, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, არღვევს ადამიანის ყველა შესაძლო საერთაშორისო უფლებას. ეს შედარებულია ნაცისტური ჯარების ქმედებებთან მეორე მსოფლიო ომის დროს. მაგრამ ჩვენ არ დავტოვებთ მარიუპოლის არცერთ მოქალაქეს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. ჩვენ ვქმნით ქალაქის დეპორტირებული მაცხოვრებლების მონაცემთა ბაზას და ვამუშავებთ თანამემამულეების დაბრუნების ეფექტურ მექანიზმს. ეს არის დიდი სამუშაო, რომელსაც ჩვენ დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს ხელმძღვანელობით ვახორციელებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხი სახლში დაბრუნდეს“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მანამდე ცნობილი იყო ქალაქის No1 საავადმყოფოს თანამშრომლებისა და პაციენტების დეპორტაციის შესახებ, სადაც დაახლოებით 600 მარიუპოლელი ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები