ბლინკენი: აშშ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებში სერიოზულია

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ის ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები “წინ ეფექტურად მიიწევს”, რადგანაც აშშ რუსეთის მხრიდან “რეალური სერიოზულობის ნიშნებს” ვერ ხედავს.

ამის შესახებ მან მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრ ნასერ ბურიტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ერთია ის, რასაც რუსეთი ამბობს და მეორეა ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ამ უკანასკნელზე ვართ ორიენტირებული“, – ამბობს ბლინკენი.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის განცხადება საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ შესაძლოა იყოს “საშუალება, რომლის დახმარებითაც რუსეთი კვლავ ეცდება მოატყუოს ხალხი, რათა იფიქრონ, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები