პარლამენტმა ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და კენჭისყრის შედეგად 72 ხმით მიიღეს „ნოტარიატის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება. კანონის მოქმედი რედაქციით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია, თუმცა იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით.

„წარმოდგენილი ცვლილება გამორიცხავს არსებული დამატებით მექანიზმის არსებობას. შემოთავაზებული ცვლილებით ჩვენ გთავაზობთ, რომ 70 წელი იყოს ფიქსირებულად განსაზღვრული ზღვრული ასაკი ნოტარიუსისთვის, რათა მან განახორციელოს უფლებამოსილება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები