მიხეილ სარჯველაძე: ყველა, ვინც დღეს საქართველოს მოუწოდებს, პირდაპირ თუ ირიბად, ომში ჩაერთოს, არის საქართველოს მტერი
„მინდა, ხაზგასმით და მკაფიოდ ვთქვა, ყველა ადამიანი, ვინც დღეს საქართველოს მოუწოდებს, პირდაპირ თუ ირიბად, ომში ჩაერთოს, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მტერი, მაგრამ იმავდროულად ეს არის ნებსით თუ უნებლიედ მტერი უკრაინის”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“დღეს რაც თანამედროვე ცივილიზებული კაცობრიობისთვის ამოცანას წარმოადგენს, ეს არის შეწყვეტა ომისა, რომელიც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ეს არის მოწოდება ომისკენ, საქართველოს ჩასათრევად საომარ მოქმედებებში, რის გამოც სამართლიანად ეწოდა ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას „ომის პარტია”, – განაცხადა სარჯველაძემ.