ჰერმან საბო: რა გეგმა გაქვთ თითოეულ თქვენგანს, ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიციური პარტიები, ხელს რომ არავინ არ გიშლიდეთ, რას იზამდით ამ ქვეყანაში?

„მინდა, თქვენს ამომრჩეველს მივმართო, რომ იქნებ დაინტერესდნენ, თუ რა გეგმა გაქვთ თითოეულ თქვენგანს – ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიციური პარტიები, ხელს რომ არავინ არ გიშლიდეთ, რას იზამდით ამ ქვეყანაში?”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „გირჩი” წევრმა, ჰერმან საბომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან კინკლაობაში კარგავენ დროს.

„დღეს ვცხოვრობთ გაცხადებული ეკონომიკური კრიზისის ქრონიკაში. ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში, რომ ზუსტად ვიცით, ბევრი მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვები დაინგრევა და ადამიანების სამსახურები დაიკარგება. ამ სიტუაციაში ჩვენ დარბაზში ვსხედვართ და ვსაუბრობთ, ვინ უფრო ომის პარტიაა, ვინ უფრო რუსეთუმეა და ერთმანეთთან კინკლაობაში ვკარგავთ დროს. განცდა იქმნება, რომ ყველა პარტია ამბობს, რომ მოწინააღმდეგე უშლის ხელს იმაში, რომ რაღაც გააკეთოს. ამ საუბრის იქით არ მიდის ხოლმე.

მინდა,  თქვენს ამომრჩეველს მივმართო, რომ იქნებ ისინი მაინც დაინტერესდნენ და გთხოვონ, თუ რა გეგმა გაქვთ თითოეულ თქვენგანს, ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიციური პარტიები, ხელს რომ არავინ არ გიშლიდეთ, რას იზამდით ამ ქვეყანაში? ჩვენ ვისაუბრეთ, რას ვიზამდით და მგონია, რომ „გირჩს” ყველაზე მეტნაკლებად ჩამოყალიბებული აქვს ის, თუ რა გვგონია გასაკეთებელი.ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინაც ბევრ ისეთ ნაბიჯს დგამს, რომელზეც „გირჩი” დიდი ხანი საუბრობდა.

გამიხარდებოდა თითოეული თქვენგანისგან, იმის მოსმენა, თუ რას იზამდით თქვენ, ხელს რომ არავინ არ გიშლიდეთ? იქნებ ერთი და იმავე რამ გინდათ? იქნებ ეს იყოს პროცესი, რომელიც თქვენს იდეებს დააახლოებს? მართლა მგონია, რომ ამის პოტენციალი არის”, – განაცხადა ჰერმან საბომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები