მარიამ ლაშხი: მაშინ როდესაც ოპოზიციური პარტიები, უკრაინის მხარდაჭერის შირმით, ქვეყნის რყევითა და ფრონტის ხაზის გახსნის მცდელობით არიან დაკავებულები, ჩვენი გუნდი რეალურ დახმარებას ახორციელებს

„მინდა გაცნობოთ, ჩვენი გუნდის მხრიდან, ის უპრეცენდენტო მხარდაჭერა, რაც ჩვენი უკრაინელი მოძმე ერისათვის კეთდება. მაშინ როდესაც ოპოზიციური პარტიები, უკრაინის მხარდაჭერის შირმით, ქვეყნის რყევითა და ფრონტის ხაზის გახსნის მცდელობით არიან დაკავებულები და უსაფუძვლოდ სახელს ურცხვენენ ქართველ ერს და სამშობლოს წინააღმდეგი განცხადებებით იწონებენ თავს, ჩვენი გუნდი რეალურ დახმარებას ახორციელებს.

1 თებერვლიდან დღემდე 19627 უკრაინის მოქალაქეა საქართველოში შემოსული, რომელთაც საცხოვრებლით და საკვებით უზრუნველყოფს ხელისუფლება. საქართველოს მთავრობამ, უკრაინაში 350 ტონა ტვირთი გააგზავნა და მილიონი ლარის ღირებულების სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.

ასევე არის ამოქმედებული ცხელი ხაზი, თბილისის მერიის ბაზაზე, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება უკრაინის მოქალაქეებს. გახსნილია ფონდი, რომელშიც 200 მილიონ ლარზე მეტია შეგროვებული და აქვე, მინდა მადლობა მოვახსენო „ქართული ოცნების” გუნდს და პარლამებტში კოლეგებს, რომლებმაც ასევე დააინიცირეს პარლამენტიდან მხარდაჭერის დამატებითი ხაზი. მხარდაჭერაზე მადლიერება უკვე გამოხატა, უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ასევე აღიარეს აშშ-ის ელჩმა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წამომადგენლებმა. არა მხოლოდ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ნაწილშია საქართველოს დიდი როლი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, არამედ 24 მარტს ერთ-ერთ დიდ სამართლებრივ დავაში, რუსეთის წინააღმდეგ, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია საერთაშორისო არენაზე, 24 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალზე და მიმდებარე ტერიტორიაზე” – განაცხადა, პლენალურ სხდომაზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მარიამ ლაშხმა.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა, 24 მარტს, საგანგებო სესიის ფარგლებში, მიღებულ გაეროს რეზოლუციაზე „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები”, რომელიც საქართველოს თანასპონსორობით 140-მა ქვეყანამ მიიღო. „24 მარტს საგანგებო სესიის ფარგლებში მიღებულია, გაეროს რეზოლუცია „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები”, რომელიც საქართველოს თანასპონსორობით 140-მა ქვეყანამ მიიღო. რეზოლუციის მთავარი მიზანია, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შედეგად,ქვეყანაში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე რეაგირება. საქართველო დანარჩენ ქვეყნებთან ერთად რეზოლუციით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები, რეზოლუცია გმობს საერთაშორისო პრინციპების დარღვევას და მოითხოვს, მოსახლეობის, ასევე ჰუმანიტარული პერსონალის უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილების საშუალებას. ხაზგასმულია უკრაინის მეზობელი ქვეყნების მხრიდან გაწეული მცდელობები, უკრაინელი დევნილი მოსახლეობის მიღებისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების კუთხით.

აქვე გაცნობებთ რომ გაეროს მდივნის მიერ უკრაინისათვის დაინიშნა, გაეროს კრიზისის კოორდინატორი, რეზოლუციის დასასრულს აღნიშნულია მოწოდება კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მოლაპარაკების გზით და რეზოლუციის შესრულების მონიტორინგი.”- აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები