გიორგი ხოჯევანიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილების ინიცირება ცალსახად პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია და მორიგი საკანონმდებლო სადამსჯელო ნაბიჯია
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების ინიცირებას წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტში, რომელიც იყო ძალიან საქმიანი, ღირსეული და არგუმენტირებული კრიტიკით გაჯერებული”, – განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ისაუბრე იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ საზოგადოებას ნამდვილად აწუხებს – გაურკვეველი მიზეზებით უსაფრთხოების საბჭოს არ შეკრების საკითხებზე, იმ მოლოდინებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს ან არ უნდა ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას, არსებობს თუ არა შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც ქართველი ხალხი დიდი ხანია, ელოდება და კითხვებზე მმართველი გუნდის მხრიდან პასუხები არ არის.
„ამის პასუხად დაანონსდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე შემოთავაზებულია საკანონმდებლო ინიციატივა.
თვითონ ინიციატივა თავის ბუნებით შეიძლება, არ იყოს იმხელა კრიტიკის საფუძველი, რამდენადაც თუ რას მოჰყვა ეს ყველაფერი. ეს მოჰყვა ქალბატონი პრეზიდენტი მოხსენებას – ეს არის ცალსახად პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია და მორიგი საკანონმდებლო, სადამსჯელო ნაბიჯი”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა