სერგეენკო – დანილოვზე: უკრაინელები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არ შეიძლება, ხანდახან მათი ხისტი განცხადებები განსჯის საგანი გახდეს

ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც უკრაინაა, ძალიან რთულია, პრაგმატული იყო. ყოველ დღე საუბარია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას.

დეპუტატის შეფასებით, უკრაინაში ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არ შეიძლება, ხანდახან მათი ხისტი განცხადებები განსჯის საგანი გახდეს.

„ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არ შეიძლება, ხანდახან მათი ხისტი განცხადებები განსჯის საგანი გახდეს. ხანდახან, უკრაინის პრეზიდენტიც ხისტ განცხადებებს აკეთებს დასავლური ინსტიტუციების მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ვაკრიტიკოთ. ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც უკრაინაა, ძალიან რთულია, პრაგმატული იყო. ყოველ დღე საუბარია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე. პრაგმატულობა კარგია, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელი არ არის“, – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესების სფეროში დამატებითი ფრონტების გახსნა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ძალიან დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში. დანილოვმა „მეორე ფრონტის“ გასახსნელ მაგალითებად საქართველო, კურილიის კუნძულები და კალინინგრადის რეგიონი მოიყვანა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები