29 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 855 078 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 29 მარტის მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 855 078 აცრა.
“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 359 851,>18 ასაკის მოსახლეობის 47.3%. სრულად ვაქცინირებულია 1 256 211 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.7%. ბუსტერ დოზით აცრილია 235 917. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 123 (2.32%) სრულად აცრილია – 3 260 (1.84%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 597 (15.53%) სრულად აცრილია- 11 149 (13.75%). 28 მარტს ჩატარდა 1 672 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge
ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.