გია ვოლსკი: “ნაცმოძრაობის” მთავარი მოწოდებაა, ჩავერთოთ ომში
პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების უკან სწორედ ის გეგმა იმალება, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” უკვე დიდი ხანია, ცდილობს.
მისი თქმით, ოპოზიციას საქართველოს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება სურს.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადებების უკან სწორედ ის გეგმა იმალება, რაზეც არაერთხელ მოვისმინეთ „ნაცმოძრაობის“ სპიკერების გამოსვლებში. მათი მთავარი მოწოდებაა, ჩავერთოთ ომსა და ისეთ პროცესებში, რომელიც ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.