მამუკა მდინარაძე: გრძელდება კოორდინებული მცდელობა, ქვეყანა ომში ჩაითრიონ, დღეს “ნაცმოძრაობის” ბელადმა სასამართლო პროცესზე თქვა – მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიცოდი, ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა

რასაც ჩვენ მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით, სამწუხაროდ, ეს დადასტურდა უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებით. დღეს ,,ნაცმოძრაობის,, ბელადმა სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს, მან თქვა – მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიცოდი, ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, გრძელდება კოორდინირებული მცდელობა, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიონ და ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა მისი პარტიის თითქმის ყველა წარმომადგენელს.

„რასაც ჩვენ მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით, სამწუხაროდ, ეს დადასტურდა უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებით. დღეს ,,ნაცმოძრაობის,, ბელადმა სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს, მან თქვა – მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიცოდი ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა. ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა მისი პარტიის თითქმის ყველა წარმომადგენელს დარწმუნებული ვარ და ამას ვერსად გაექცევიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ იყოს მშვიდობა.

„ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს დებს და ძმებს, აფხაზებს და ოსებს მივმართავთ, არანაირი საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ საომარი მოქმედებების შესახებ იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ, დეოკუპაციისთვის არ არსებობს და თუ ვინმე მიზანმიმართულად ასეთ პროვოკაციულ ინფორმაციას ავრცელებს, ეს არის მხოლოდ იმ ნარატივის გაგრძელება, რაც „ნაცმოძრაობას“ და მის სხვა დანაყოფებს აქვთ ამ პერიოდში და რასაც ისინი ცდილობენ უკრაინაში რუსეთის წარმოებული ღია აგრესიის კვალდაკვალ და პარალელურად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები