გუბაზ სანიკიძე: იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც წარმოვადგენ, არ აქვს უნარი – რამე შეცვალოს

იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც წარმოვადგენ, არ აქვს უნარი – რამე შეცვალოს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ისეთი პროცესები მიდის, რომ ეს ხელისუფლება კი წარმოადგენს ჩვენთვის საფრთხეს, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდხანს ვერ იქნება ხელისუფლებაში. გაზაფხულზე სერიოზულ გარდატეხას ველოდებით უკვე უკრაინაში. საქართველოში არაფერს არ ველოდები, რადგან ჩვენ ვართ განადგურებული და მიწაზე გართხმული სახელმწიფო. ფაქტია, რომ პოლიტიკური სპექტრს, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ აქვს უნარი, რომ რამე შეცვალოს.

რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩვენ ვართ სახელმწიფო – ვალოდია ჯინჭარაძე, რადიატორთან ვზივართ. საერთოდ არავის აღარ ვახსოვართ. დავანებოთ თავი კობახიძეს და სხვებს. მანდ ფასეული არის მათი ბელადი, რომელიც მიმალვაშია, მაგრამ მაინც მოუწევს… იმიტომ, რომ დაგეშილი ეძებს უცხოური სპეცსამსახურები პუტინის ფულს და დარწმუნებული ვარ ბიძინა გაეკვეტება მაგაში, თუ უკვე არ არის გაკვეტებული,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები