მამუკა მდინარაძე: გრძელდება კოორდინირებული მცდელობა, ქვეყანა ომში ჩაითრიონ

რასაც ჩვენ მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით, სამწუხაროდ ეს დადასტურდა უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებით. დღეს ნაცმოძრაობის ბელადმა სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს, მან თქვა – მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიცოდი ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროდ გრძელდება კოორდინირებული მცდელობა, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიონ და ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა მისი პარტიის თითქმის ყველა წარმომადგენელს.

„რასაც ჩვენ მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით, სამწუხაროდ ეს დადასტურდა უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებით“ დღეს ნაცმოძრაობის ბელადმა სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს, მან თქვა – მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიცოდი ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა. ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა მისი პარტიის თითქმის ყველა წარმომადგენელს დარწმუნებული ვარ და ამას ვერსად გაექცევიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ მშვიდობა იყოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები