საქართველოს არავინ სთხოვს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, ჩვენ გვთხოვდნენ სწორ სიტყვას და სწორ პოზიციონირებას – გრიგოლ გეგელია

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საქართველოს არავინ სთხოვს უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“,  საუბრისას აღნიშნა, საქართველოს სთხოვდნენ სწორ სიტყვას და სწორ პოზიციონირებას, რაც მისი მოსაზრებით სახელმწიფომ ვერ გააკეთა.

„ვამბობდით, რომ ახლა საქართველოს არავინ სთხოვს სამხედრო დახმარებას და არც ფინანსურს. ჩვენ გვთხოვდნენ სწორ სიტყვას და სწორ პოზიციონირებას, ესეც კი არ გავაკეთეთ. ზელენსკი გამოგვივარდა და გაგვლანძღა ტყუილად? – მას შემდეგ იყო კრიტიკა ძალიან სწორი, მეძახონ „ნაცი“ რამდენიც უნდათ“, – განაცხადა გეგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები