გია ვოლსკი: ვერ მოინელეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პერიოდში ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი სახლი გახდა

ვერ მოინელეს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პერიოდში ევროატლანტიკური სივრცე გახდა ჩვენი სახლი, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის გზა ვიქტორ იანუკოვიჩამდე მიდის.

„ამბოხებისკენ მოწოდებაა პირდაპირ. ფაქტი სხვა რამეა – ვერ მოინელეს, მათ შორის, ბოკერიამაც, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პერიოდში ევროატლანტიკური სივრცე გახდა ჩვეულებრივად ჩვენი სახლი. ეს არის წარსულის ჩამორეცხვის ყოველდღიური მცდელობა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან და გიგა ბოკერია, მისდა სამწუხაროდ, არც ძალიან შორს არის ჩამოვარდნილი იმ ხიდან, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები