გივი მიქანაძე ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის სრულუფლებიანი წევრი გახდა

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

პარლამენტის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, 26-28 მარტს გამართულ ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მეცხრე სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

დეპუტატი, ასევე, არაბთა გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობისა და თანაცხოვრების მინისტრის მასპინძლობით გამართულ კონფერენციას დაესწრო. საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებაში მონაწილეობა მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის პარლამენტის წევრმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები