ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს და არ უნდა წავიდეს უკრაინაში, ისევ და ისევ, ჩვენი მეგობარი, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით

,,პირველ ყოვლისა, სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს და არ უნდა წავიდეს უკრაინაში, ისევ და ისევ, ჩვენი მეგობარი, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. თქვენ გახსოვთ, როგორ დაამძიმა მან საქართველოს მდგომარეობა, განსაკუთრებით, 2008 წელს. მას შეუძლია, კიდევ უფრო, დაუმძიმოს მდგომარეობა უკრაინელ ხალხს”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილს სასჯელი აქვს მოსახდელი და მისი გათავისუფლება არ განიხილება, ისევ და ისევ, უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მას შეუძლია, კიდევ უფრო, დაამძიმოს უკრაინელი ხალხის ისედაც მძიმე მდგომარეობა.

,,პირველ ყოვლისა, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით,და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის მისი გათავისუფლება. თუმცა, ამას რომ თავი დავანებო, რა თქმა უნდა, ასეც და ისეც, მას აქვს სასჯელი მოსახდელი და არავითარი ფორმით ეს საკითხი ბუნებრივია, არ განიხილება. მან უნდა დაანებოს თავი ქვეყნის დაზიანებას – საკუთარი ქვეყნის, საქართველოს დაზიანებას და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის თვალსაზრისით – უკრაინის დაზიანებას. რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც და უკრაინასაც – ეს არის უკეთესი ორივე სახელმწიფოსთვის’’, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები