გივი ჭიჭინაძე ირანის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი ჭიჭინაძე ირანის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, მოჰამად ყობადი რადისს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას საქართველოსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე წარმოადგენდა, რომელიც მიმდინარე წლის 15 მაისს აღინიშნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ირანის საელჩო ირანული კულტურის დღეების კვირეულის გამართვას გეგმავს. საიუბილეო ღონისძიებებში საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული.

გივი ჭიჭინაძის განცხადებით, პანდემიის გამო, 2020 წლიდან საზღვარგარეთის ქვეყნებში საპარლამენტო დელეგაციების სამუშაო ვიზიტები შეზღუდული იყო და მათი აღდგენის საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა. მისივე ინფორმაციით, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საინტერესო იქნება ირანის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი, რომელიც შესაძლოა, შემოდგომაზე განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები