შალვა პაპუაშვილი – ვიზალიბერალიზაციაზე: ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარგებელია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის მზარდი პარტნიორობის შედეგია

ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარგებელია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის მზარდი პარტნიორობის შედეგია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით “ტვიტერში” წერს.

“დღეს ჩვენ ევროკავშირსა და შენგენის ზონასთან ვიზალიბერალიზაციის 5 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარგებელია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის მზარდი პარტნიორობის შედეგია.
საქართველოს პასპორტს დიდი ძალა აქვს და გლობალურ რეიტინგში 30-ე ადგილზეა 119 ქვეყანაში ჩასვლისას ვიზით და მის გარეშე”, – წერს პაპუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები