შსს: მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტო კვანძის დაკეტვა – მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, დაიცვან მართლწესრიგი

“თბილისში, მიმდინარე წლის 27 მარტს, მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტო კვანძის დაკეტვა”,- ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ქმედება იწვევს დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, იქნება აღკვეთილი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეები საწვავის გაძვირებულ ფასს აპროტესტებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები