თბილისში საწვავის ფასს აპროტესტებენ

 

თბილისში საწვავის ფასს აპროტესტებენ. რის გამოც რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: ,,პროტესტი საწვავის ფასს”, ,,არა გაძვირებულ ცხოვრებას” , ,,გამოდით, გამოდით”.

დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

ისინი ასევე მოითხოვენ, რომ შესაბამისი კომპეტენტური პირები შეხვდნენ და საინიციატივო ჯგუფი შექმნან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები