თეონა აქუბარდია: განცხადებები, რომ საქართველომ და მოლდოვამ მეორე ფრონტი უნდა გახსნან ისევე, როგორც პოლონეთმა, არც გონივრული მგონია და არც მორალურად გამართლებული

„სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი თეონა აქუბარდია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

“განცხადებები, რომ საქართველომ და მოლდოვამ მეორე ფრონტი უნდა გახსნან ისევე, როგორც პოლონეთმა, არც გონივრული მგონია და არც მორალურად გამართლებული. საქართველოს აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულება, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს ტერიტორიებს და ეს გაცხადებული იყო გაეროს მაღალი ტრიბუნიდან”,- აცხადებს თეონა აქუბარდია.

ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა: “დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები