ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში რუსეთთან შეერთების რეფერენდუმზე საუბრობენ

თვითგამოცხადებული და არაღიარებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ლუგანსკის რუსეთში შესვლის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ “Meduza” იტყობინება.

„ვფიქრობ, რეფერენდუმი უახლოეს მომავალში გაიმართება“, – განაცხადა პასეჩნიკმა.

როგორც ცნობილია, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა თვითგამოცხადებული ლუგანსკის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. 22 თებერვალს სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ ერთხმად მოახდინეს ხელშეკრულებების რატიფიცირება მეგობრობისა და მეომრების  თანამშრომლობის შესახებ.
იმავე დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭომ იქ რუსული ჯარების შეყვანა დაუშვა. ეს გადაწყვეტილება წარმოდგენილი იყო როგორც „სამშვიდობო მისია“. 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები