უკრაინის ვიცე-პრემიერი: ოკუპანტებმა 40 000-მდე უკრაინელი ქვეყნიდან იძულებით გაიყვანეს
რუსმა ოკუპანტებმა 40 000-მდე უკრაინელი ქვეყნის გარეთ იძულებით გაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ვიცე-პრემიერი და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.
„ოკუპანტები იტაცებენ ათასობით ადამიანს საბრძოლო მოქმედებების არეალიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რის შემდეგაც უცნობი მიმართულებით გაჰყავთ. ისინი კვაზი-ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით გადაადგილდებიან, რომლებსაც რუსეთი უკრაინასთან შეუთანხმებლად ქმნის“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.