ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო. ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამერიკული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. შესრულდა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.
პრემიერ-მინისტრთან ერთად სოლიდარობის კონცერტზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.