მეუფე იაკობი: ჩვენ რომ ვინმემ მოგვაკითხოს ჩვენ არ ვიბრძოლებთ?! მეც ვიბრძოლებ!

მეც მიომია და ვიცი, რაც არის ომი. ძალიან განვიცდი არამარტო ჩვენებს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ომი შეიწირავს, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, ომის დროს ჰუმანიზმი არ არსებობს და ქრისტიანი ადამიანისთვის ომი საშინელებაა.

“ქრისტიანი ადამიანისთვის ომი საშინელებაა. ვუსმენ ხოლმე, ომის დროს არავითარი ჰუმანიზმი არ არსებობს. როგორი ადამიანიც არის, ისე იბრძვის. როგორც აღზარდეს, ისე იბრძვის. მეც მიომია და ვიცი, რაც არის ომი. ძალიან განვიცდი არამარტო ჩვენებს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ომი შეიწირავს,” – აღნიშნავს ეპისკოპოსმა იაკობი.

მისივე თქმით, ქართველი სამხედროები უკრაინას შეეწირნენ. ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ თუ ომი საქართველოში დაიწყება ისიც იბრძოლებს.

“დღეს უკრაინას უჭირს და ქართველი მებრძოლები უკრაინას შეეწირნენ. თუ მსოფლიოს საკითხი გაინტერესებთ, მიამიტი არ ვარ. ვიცი პოლიტიკაში, დიპლომატიაში რა ხდება. არც დიპლომატიურად ვისაუბრებ და არც როგორც პოლიტიკოსი. როგორც სასულიერო პირი ისე გეუბნებით, რომ სხვა ქვეყნებში წყდება თუ რა იქნება შემდგომ. ჩვენ რომ ვინმემ მოგვაკითხოს ჩვენ არ ვიბრძოლებთ?! მეც ვიბრძოლებ. უკრაინაში პირველ რიგში იბრძვიან იმისთვის, რომ მტერი შეუვარდათ. მე გეუბნებით, სადაც წყდება მსოფლიოს ბედი, პირველ რიგში, ზეცაში წყდება, დედამიწაზე წყდება უდიდეს სახელმწიფოებს შორის. სამწუხაროდ, სანამ პოლუსები იქნება, იქამდე იქნება ასეთი საშინელი რამ,” – აღნიშნავს მეუფე იაკობი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები