ირაკლი კობახიძე – არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალის ლიდერები უკრაინის ხელისუფლებაში, რომლების მცდელობაა საქართველო ჩათრეულ იქნას ომში

,,ალბათ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ასეთი რამ არ მომხდარა, რომ არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთ ქვეყანაში არის ოპოზიციაში, მეორეში არის ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი მოცემულობა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პოსტვ“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არიან კონკრეტული ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან და ეს საფრთხეებს ქმნის.

„ეს არის პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი, რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, რომელიც არის დღემდე რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე და ის არ მოიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრებულ იქნა საქართველოში ქურდულად შემოპარვის შემდეგ. ამას ემატება გია ლორთქიფანიძე, რომელიც ახლა დაწინაურდა და თუ არ ვცდები კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე გახდა. ანუ, არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იკავებენ მაღალ თანამდებობას უკრაინის ხელისუფლებაში და ისინი ამავდროულად არიან ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. ეს რა თქმა უნდა საფრთხეებს ქმნის და არა მარტო სამომავლო საფრთხეებს შეიცავს, ამის შედეგები ჩვენ უკვე ვიხილეთ კონკრეტულ მაგალითებზე. ამის მაგალითი იყო პირველ რიგში ელჩის გაწვევა, ასევე თვითმფრინავის შემთხვევა, გახსოვთ, რომ აქეთა მხრიდან იყო ნაცმოძრაობა ჩართული და იქითა მხრიდანაც ნაცმოძრაობა იყო ჩართული, ანუ ის ადამიანები, რომლებიც იქ არიან ხელისუფლებაში. ყველა ეს ქმედება, რომელიც არის ალოგიკური და პროვოკაციული, ყველა ეს სამწუხაროდ დაკავშირებულია ერთი და იგივე მცდელობასთან – საქართველო ჩათრეულ იქნას ომში“ – განაცხადა ირაკლი კონახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები