პაატა მანჯგალაძე: მზად ვართ, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი ხელისუფლებასთან ერთად განვიხილოთ
ვადასტურებთ მზადყოფნას „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან, ჩვენი კოლეგების, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ მზად ვართ, ხელისუფლებასთან ერთად განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც საქართველოს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე ეთანხმება „ქართულ ოცნებას“ იმასთან დაკავშირებით, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
“ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“ იმასთან დაკავშირებით, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი ამ დროს, ამ თემის კულტივირება, ქვეყნისთვის დამაზიანებელია”, – განაცხადა მანჯგალაძემ.