პრეზიდენტი – სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს.
„დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს. ამ გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აშკარა იურიდიულ, საერთაშორისო მხარდაჭერას“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 370 ინდივიდუალური საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა.