გია გაბრიჭიძე: ე.წ. სახალხო დამცველი რა მწირი გონების მატარებელია, ყველამ კარგად იცის

“ეს ე.წ. სახალხო დამცველი რა მწირი გონების მატარებელია, ყველამ კარგად იცის,” – წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

ის ფიქრობს, რომ  სახალხო დამცველს იდიოტური გამოხტომების მეტი არაფერი დარჩენია.

“ეს ე.წ. სახალხო დამცველი რა მწირი გონების მატარებელია, ყველამ კარგად იცის. იმდენად, რომ იუმორში “ვანოს შოუს” “შუტკები”, მის ირონიულ პოსტთან შედარებით, სემუელ კლემენსის დონისაა (თუ ეს პოსტი წაიკითხა, ლომჯარია მაშინვე “ნანუკას” გადაურეკავს – შენ გეცოდინება სემუელ კლემენსი ვინ არისო ).

მაგრამ რას ვთხოვთ უსაქმურობისგან გაზულუქებულ არსებას, რომელსაც იდიოტური გამოხტომების მეტი რა დარჩენია?

პრინციპში ამის დასაცავი რომ გახდები ადამიანი ე.ი. მართლა ცუდადაა საქმე (სააკაშვილო გეყურებაა?“ – წერს გაბრიჭიძე “facebook” -ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები