ნატო-ს ქვეყნები ქიმიური და ბირთვული საფრთხეებისგან დაცვას აძლიერებენ
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის მოკავშირეებმა, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, პოტენციური ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დაცვა გააძლიერეს.
ამის შესახებ მან ბრიუსელში სამიტის დასრულების შემდეგ თქვა.
„ჩვენ ასევე გავზარდეთ ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისთვის მოკავშირეთა მზადყოფნა. ჩვენმა მთავარმა სამხედრო მეთაურმა, გენერალმა ვოლტერსმა ნატო-ს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული თავდაცვის ელემენტები გააქტიურა. მოკავშირეები განათავსებენ დამატებით ქიმიურ, ბიოლოგიურ, ბირთვულ თავდაცვის ელემენტებს, რომ გააძლიერონ ახალი და არსებული საბრძოლო ჯგუფები“, – განაცხადა მან.