ჯოზეფ ბორელი: ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება
საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა ჯერ არ არის დაინტერესებული უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებით, ვინაიდან მისმა არმიამ სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს.
„ახლა რუსეთს არ სურს, იჯდეს და მოლაპარაკებები აწარმოოს. მას მხოლოდ ტერიტორიის ოკუპაცია სურს. სერიოზული მოლაპარაკებების სურვილი მას მხოლოდ მას შემდეგ ექნება, რაც ძლიერ პოზიციას დაიკავებს”, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ბორელის თქმით, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების გაწევას განაგრძობენ.
“ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. უკრაინელების მიერ წინააღმდეგობის გაწევის უნარი ისტორიაში შევა”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.