ანრი ოხანაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრეს, რაც სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდას ისახავს მიზნად. კერძოდ, ეს ეხება დაზარალებულთა უფლებების გაუმჯობესებას, თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოებას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ პოზიციები. აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ სამსახურთან და ერთად გვექნება კონკრეტული წინადადებები, რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს სამსახურის ეფექტიანად და ნაყოფიერად საქმიანობას, ასევე, დაზარალებულთა ინტერესების დაცვას,” – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარვუდგინეთ, რაც სამსახურის ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდას ისახავს მიზნად. ეს ეხება დაზარალებული მოქალაქეების უფლებების გაუმჯობესებას, თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს,” – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები