დიეგო კოლასი – „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ისევე – როგორც უკრაინისა და მოლდოვის დამოუკიდებლობას, ეს არის სუვერენული ქვეყნების არჩევანი და ამის ხელყოფა მიუღებელია”

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი, თავისი მიზნების მისაღწევად, არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი – ეს არის რუსეთის და ბელარუსის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ უკრაინის პარტნიორები და უზრუნველვყოფთ ყველანაირ მხარდაჭერას, მათ შორის, სამხედრო მხარდაჭერას, ასევე, შეიარაღების უზრუნველყოფას რათა დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს”, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

ელჩმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ სექტორული მიმართულებებით დაწესებულ სანქციებსა და იზოლირების სტრატეგიაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ კოლექტიური ძალისხმევის ნაწილია. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ისევე – როგორც უკრაინისა და მოლდოვის დამოუკიდებლობას. ეს არის სუვერენული ქვეყნების არჩევანი და ამის ხელყოფა მიუღებელია”, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები