ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის სარჩელის დასაშვებობა იმას არ ნიშნავს, რომ უფლების შელახვა რაიმე ფორმით დასტურდება

“სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სარჩელის დასაშვებობა იმას არ ნიშნავს, რომ უფლების შელახვა რაიმე ფორმით დასტურდება – როცა პროცესი შედგება, ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებებით და არგუმენტებით წარვდგებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სარჩელის მიღება დასაშვებობის პროცედურული საკითხია.

​“სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სარჩელის დასაშვებობა იმას არ ნიშნავს, რომ უფლების შელახვა რაიმე ფორმით დასტურდება. გახსოვთ “რუსთავი2”-ის საქმეზე აჟიოტაჟი?! წინასწარ იზეიმეს ის, რაც პროცედურული საკითხი იყო. იმედი მაქვს, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის საქმის პროცედურულ-ტექნიკური საკითხით არ მოხდება აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს მნიშვნელოვანი გამარჯვების გადაფარვა. სარჩელის მიღება დასაშვებობის ჩვეულებრივი ეტაპია, პროცედურული საკითხია. ჩვენს ხელისუფლებას ეს პროცესი საშუალებას აძლევს, წარდგენილი იყოს მტკიცებულებები, რათა გაბათილდეს ყველა ის ეჭვი, თითქოს, ადგილი ჰქონდა სააკაშვილის მიმართ რაიმე უფლების შელახვას. მტკიცებულებითი სტანდარტი გვაქვს, რომ ეს ეჭვები გაბათილდეს. როცა პროცესი შედგება, ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებებით და არგუმენტებით წარვდგებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქმე “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები