აშშ-ის საელჩო: ქართველები და ამერიკელები შექმნილნი არიან ხანგრძლივი მეგობრობისთვის

“დღეს ჩვენ აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს ჩვენი ძლიერი თანამშრომლობით”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თანამშრომლობა განსაკუთრებით გამოხატულია აშშ-ის გაცვლითი პროგრამების 6 ათასზე მეტი მონაწილის წარმატებაში, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ, რათა ქვეყნის გაუმჯობესებაში შეიტანონ წვლილი.

“დღეს ჩვენ აშშ – საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს ჩვენი ძლიერი თანამშრომლობით, იქნება ეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება – გაძლიერება, ბიზნესებსა და მეწარმეებთან მუშაობით საქართველოს ეკონომიკის გაზრდა – გამრავალფეროვნება, თუ საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის განმტკიცება, რამაც ქვეყანა ტერიტორიების უკეთ დასაცავად მოამზადა. აშშ – საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის გამოხატულება მთელ საქართველოში გვხვდება. ამ თანამშრომლობის ნიშანია 100 სკოლა, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მეშვეობით. ეს პარტნიორობა აღბეჭდილია ათასობით ამერიკელისა და ქართველი სამხედროს გულში, რომლებმაც ერთად ისწავლეს და იმსახურეს ნატოს სხვადასხვა საომარი მოქმედებების თეატრში. ამ მეგობრობას ჩვენ ვხედავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებში, რომლებმაც ერთად იმუშავეს C ჰეპატიტის დასამარცხებლად და რომლებიც კვლავ ებრძვიან COVID-ს. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით გამოხატულია აშშ-ის გაცვლითი პროგრამების 6 ათასზე მეტი მონაწილის წარმატებაში, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ, რათა ქვეყნის გაუმჯობესებაში შეიტანონ წვლილი. ამერიკელები და ქართველები შექმნილი არიან ხანგრძლივი მეგობრობისთვის. ჩვენ ველით ამ თანამშრომლობის მომდევნო ათწლეულებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები